ენგურის ხიდზე არსებულ სამედიცინო პუნქტში ერთ-ერთი მამაკაცის სწრაფმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა

ზუგდიდში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში შუახნის მამაკაცი მოათავსეს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას თქმით, მამაკაცს დღესვე გაუკეთდება „პისიარ“ კვლევა. მისი თქმით, მამაკაცი ენგურჰესის თანამშრომელია და დღეიდან მას ყოველ 72 საათში ერთხელ გაუკეთდება ტესტირება, 14 დღის განმავლობაში.

მსგავსი თემები