„გიორგი დაბადების დღეზე მე არ “დამიპატიჟებია”, ჩემმა მეგობარმა დაპატიჟა“ – ანი გაბეჩავა

იუბილარი ანი გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ ჩხუბს გიორგი შაქარშვილის სიცოცხლე შეეწირა, აცხადებს, რომ ის  გიორგის იცნობდა, თუმცა, დაბადების დღეზე არ მიუწვევია.  

„გიორგისთან კარგი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ვიცნობდი.  მე არ მიმიწერია, ჩემმა მეგობარმა ლიზი ნადირაძემ მისწერა და მე ვიცოდი, რომ მოდიოდა დაბადების დღეზე. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ მეზობლები არიან. გიორგი მომწერა წინა დღეს, მანამდე არც მიმოწერა  გვქონია არასდროს“, – განაცხადა ანა გაბეჩავამ.

მისივე თქმით, მის დაბადების დღეზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მას ურთიერთობა არც ჰქონია და არც მიუწვევია დაბადების დღეზე. ის ამბობს, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები მის მეგობრებს გამოჰყვნენ.  

მსგავსი თემები