„ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი“ – ანა გაბეჩავას მიმართვა გარდაცვლილის მშობლებს

საბედისწერო 19 ივნისის იუბილარი ანი გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ ჩხუბს გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე შეეწირა, გარდაცვლილის ოჯახს მიმართავს და ამბობს, რომ მისი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი.

„მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს და მინდა მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. ნამდვილად, მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი მართლა მე მეხება უშუალოდ, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა და მეც ძალიან ცუდად ვარ ამის შემდეგ და განვიცდი ამ ამბავს. იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს არცერთი წამით ამ ამბის მიმართ და არცერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ და არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა ამ ყველაფერში“, – მიმართა ანა გაბეჩავამ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ტვ პირველის ეთერიდან.

მსგავსი თემები