“პიკეტირებს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში” – კახა კალაძე

  •  

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნისა და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დაუშვებელია.

„პარლამენტის პიკეტირებას მიუღებელია და ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში. პიკეტირება კანონდარღვევაა, შესაბამისად, პიკეტირებას, ბლოკირებას, კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიცია ხვალ, პარლამენტამდე მისასვლელი ყველა გზის ჩაკეტვას გეგმავს. სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების ისევ გააქტიურება, საგაზაფხულო სესიის გახსნას უკავშირდება.

მსგავსი თემები