,,საფრანგეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის უკრაინას აღჭურვილობას, რომელიც თავის დასაცავად სჭირდება”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით, კიდევ 6 ჰაუბიცას და ჯავშანტექნიკას მიაწვდის, აღნიშულ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” ავრცელებს.

“საფრანგეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის უკრაინას აღჭურვილობას, რომელიც თავის დასაცავად სჭირდება, მათ შორის კიდევ 6 “კეისრის” ჰაუბიცას და ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას. საფრანგეთი, მოკავშირეები და ევროპელი პარტნიორები არიან და იქნებიან აქ”, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი თემები