არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს – დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

დღეს, 7 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება თბილისში. ,,თავისუფალი საზოგადოება” წერს, რომ პარლამენტთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

,,18:00 სთ.-ზე გელოდებით ცენტრალურ მოედანზე. ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით გავემართებით რუსული ოცნების ოფისთან.

ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

ბოლო გაჩერება – რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია).

ცვალებადი ამინდის გამო, დაგახვედრებთ საწვიმრებს. გელოდებით ყველას, ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ. საქართველო გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მსგავსი თემები