მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს. მანამდე, 5 მაისს იპოვეს კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი. კიდევ ერთი მოზარდის ძებნა კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ისხდნენ ორი მე-12 კლასელი და ერთი 14 წლის მოზარდი.

მსგავსი თემები