,,საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება” – Financial Times ივანიშვილზე

საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ტრიალდება – ამ სათაურით ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს Financial times.

სტატიაში ნათქვამია, რომ ,,ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კავკასიური ერი რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს”. გამოცემა წერა, რომ ოლიგარქი, რომლის ქონება 5 მილიარდი დოლარია, რაც ქვეყნის მშპ-ს ერთი მესამედის ტოლია, ძალაუფლებას, დიდწილად კულისებს მიღმა ფლობდა.

სტატიის ავტორების შეფასებით, პრო-სამთავრობო მიტინგზე ივანიშვილის გამოსვლა, იყო მხარდაჭერის დემონსტრირება უკიდურესად საკამათო კანონი ,,უხოელი აგენტების” კანონის მიმართ. FT წერს, რომ კანონპროექტმა გამოიწვია ქვეყანაში ყველაზე დიდი დემონსტრაციები ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ როგორც ბევრი რუსი ოლიგარქის შემთხვევაში, ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებსაც საფრთხე ემუქრება, თუ ის კრემლის ხაზს არ დაემორჩილება. კიდევ ერთი შესაძლო ახსნა, სტატიის მიხედვით, არის ის, რომ ივანიშვილი რეაგირებს ევროკავშირის მოთხოვნაზე – საქართველომ მკვეთრად შეზღუდოს ოლიგარქების გავლენა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე.

გამოცემა ამბობს, რომ მათ კომენტარის მიღება ივანიშვილისგანაც სურდათ, თუმცა მან თხოვნას არ უპასუხა.

მსგავსი თემები