დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ ძალიან დამაჯერებელ, უკვე მე-9 საარჩევნო გამარჯვებაში – კობახიძე

რეალურად, ოქტომბერში არჩევანი იქნება უალტერნატივო, ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.

„ბოლო კვლევების თანახმად, 60 %-ზე მაღალია ჩვენი რეიტინგი და მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მას შემდეგ რაც ბოლომდე გავიტანთ, დარწმუნებული ვარ, ეს 60%-ზე მაღალი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. როცა საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ სუვერენიტეტის სადარაჯოზე, ეს კიდევ უფრო მეტად დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო რეიტინგზე. ამიტომ ,არჩევანს არ აქვს ალტერნატივა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების“ ძალიან დამაჯერებელ, უკვე მე-9 საარჩევნო გამარჯვებაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები