ვერც ერთ კითხვას ვერ დასვამთ, ან რუსულობას რომ ამტკიცებდეს, ან იმას, რომ ცუდია – მდინარაძე ოპოზიციას

ვერც ერთ კითხვას ვერ დასვამთ, ან რუსულობას რომ ამტკიცებდეს, ან იმას, რომ ცუდია, – უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატებს.

,,მე გარანტიას გაძლევთ, რომ დღეს ვერც ერთ კითხვას ვერ დასვამთ, ან რუსულობას რომ ამტკიცებდეს ისეთს, ან რომ ამტკიცებდეს იმას, რომ არ ვარგა და ცუდია. ამიტომ ყველა თქვენი ჩართვა იქნება დამადასტურებელი თქვენი სიცრუის მხილების წინააღმდეგ რომ ხართ თქვენ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ამ წუთებში მმართველი გუნდი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს.

მსგავსი თემები