პარლამენტმა უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა – შენობაში კვლავ არ დაუშვებენ ონლაინ მედიას და ტელევიზიების 2-ზე მეტ გადამღებ ჯგუფს

პარლამენტმა, დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა. შენობაში კვლავ არ დაუშვებენ ონლაინ მედიას და ტელევიზიების 2-ზე მეტ გადამღებ ჯგუფს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები