კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში ვიზიტებს აუქმებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უცხოეთში ვიზიტებს აუქმებს. 

„მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები