“რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში და დანარჩენები სატელიტური დამანამატები არიან” – გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოში არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ეს ოპოზიციისთვის კარგადაა ცნობილი.

მისი თქმით, საზოგადოებას თავს ახვევენ მოსაზრებას, თითქოს აღნიშნულ საკითხზე მთავრობას ხისტი პოზიცია აქვს.

„თავადაც კარგად იციან, რომ ეს მოდელი ვერანაირად ვერ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. თან რაოდენობრივად ბევრნი იკრიბებიან და მოსაზრებას, რომ თითქოს მთავრობას ხისტი პოზიცია აქვს, თავს ახვევენ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა უკანონო აქციისას იყენებენ. მათ შორის მცოდნე ადამიანები არიან, რომლებმაც გამორიცხულია, რომ არ იცოდნენ ამ მოდელების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ. მაინც ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში და დანარჩენები სატელიტური დამანამატები არიან, რომლებიც ჩართულები არიან ამ ბრძოლაში“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ე. წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულ კანონპროექტს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტირებს.

მსგავსი თემები