„ეს სასიკვდილო ცოდვაა, ნადგურდება ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები“ – დეკანოზი

“ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წაღვნის მიზეზიც ეს იყო. სოდომი და გომორი ამის გამო დაიწყო და დღეს ამის მაგალითი მკვდარი ზღვაა“ – აღნიშნული განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

სასულიერო პირები 18-24 ივნისს დაგეგმილ ლგბტ კვირეულს დიდ ცოდვად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის არ უნდა შედგეს.

„ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. რომის იმპერია ამის გამო დაინგრა, ბიზანტიის იმპერია ამიტომ დაემხო. წარმოდიგინეთ რა მოუვა საქართველოს, პატარა ქვეყანას, მსგავსი რამ რომ მოხდეს. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო. ამიტომ ვართ ჩვენ შეწუხებულები. ვხედავთ ნათლად, რა დღეშია ქვეყანა, თავის დაცვის უნარი არ გააჩნია. ჯარი ჩვენ არ გვყავს, არაფერი ჩვენ არ გყვავს, ერთადერთი, ღმერთის იმედი გვაქვს და რაღაცა ძალები ცდილობენ, რომ ღმერთთანაც დაგვაპრისპირონ,“ – აღნიშნა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ 18-24 ივნისს, ლგბტ საზოგადოება, თბილისის ქუშებში კვირეულის გამართვას აპირებს.

მსგავსი თემები