,,ევროკავშირის ელჩმა მორიგი შეცდომა დაუშვა”- ირაკლი ზარქუა დემარშზე

,,ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დემარშს.

მისი თქმით, ამ ქმედებებს სავარაუდოდ, ერთი დირიჟორი ჰყავს.

„მე მგონი, რომ ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა, რადგან, როგორც იცით, ეს დემარში ნომერი ორია. პირველს შეგახსენებთ, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხელი მოაწერინეს ელჩებს. არ ვიცი, სავარაუდოდ, ერთი დირიჟორი ჰყავს ამ ქმედებებს და შემოატანინეს ეს განცხადება დემარშის, სადაც ეწერა, თურმე სააკაშვილს წამლავს ხელისუფლება, არ აძლევს რეაბილიტაციას, ცუდ პირობებში ამყოფებს და ექვემდებარება გადაყვანას სხვა ქვეყანაში. გახსოვთ თქვენ ამ პირველი დემარშის შინაარსი. მერე რა მივიღეთ? სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არც მოწამლული არ არის და სააკაშვილის არათუ ქვეყნიდან გაყვანის, არამედ კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არსებობსო. ანუ, ამით ის პირველი დემარში გააქარწყლა და თქვა, რომ შეცდომაში ხართ შეყვანილიო,”- განაცხადა ზარქუამ.

ევროკავშირის ელჩმა საქართევლოს მთავრობას 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

მსგავსი თემები