წალენჯიხის მერიის თანამშრომელმა ორი ადამიანი დაჭრა

წალენჯიხაში, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, მერიის თანამშრომელმა ი.ე.-მ დანით დაჭრა ორი ადამიანი. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

მეორე დაჭრილმა, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ორი დღის შემდეგ თავადაც ესროლა მერიის თანამშრომელს. მან ქალაქის შესასვლელში მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით ისროლა, მაგრამ არავინ დაჭრილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯერჯერობით ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი თემები