ქუთაისში სუპერმარკეტი გატეხეს – წაიღეს ფული და თამბაქო

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, უცნობმა პირებმა მაღაზიათა ქსელ ,,ფემილის” ობიექტი გატეხეს.

,,დღეს დილით გატეხილი დაგვხვდა ობიექტი, წაღებულია გარკვეული თანხა, ასევე სიგარეტი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ძალიან ბევრი ფაქტია ასეთი. უმოკლეს დროში, ხდება გატეხა კარების, შემდეგ შეამტვრიეს საწყობის კარებიც,” – ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი თემები