თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას, ეს შეიძლება ბოლო არჩევნები იყოს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს მომავალ არჩევნებზე ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ.

,,ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, ძალიან ქმედითები, მაფიოზებს ეშინიათ როგორც წესი, ხალხის აქტიურობის და ქმედითობის, ეს არაერთხელ დადასტურდა… თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ ავტომატურად მივიღებთ იმას, რომ უკვე ის თაობა, რომელიც პირველად აძლევს ხმას, შეიძლება მათთვის ეს იყოს ბოლო არჩევნები და არასოდეს აღარ იყოს არც საქართველო, აღარც თავისუფალი არჩევნები. ყოფნა არყოფნის საკითხი დგას, გენოციდის შეწყვეტის საკითხი დგას, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით აქტიურები, ჩვენ აუცილებლად ბედის ბორბალს დავატრიალებთ წაღმა და ჩვენ ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოზე, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები