რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე დრეს ბრიუსელში იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან. მთავარი განსახილველი თემა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება იქნება.

„ვგეგმავთ, გავამკაცროთ ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, რომ  უფრო ეფექტურად გახანგრძლივდეს ის  2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის გადახდა“, – ასეთია ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილი.

საკითხს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც ეხმიანება და ამბობს, რომ პუტინი მთავარი სამიზნეა.

„ჩვენი სამიზნე კვლავ პუტინი და კრემლთან დაახლოებული პირები არიან. ასევე წარვადგენ წინადადებებს სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციაში შეტანის შესახებ, მათი აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის შეზღუდვის შესაძლებლობით“, – აცხადეს ჯოზეფ ბორელი.

 

მსგავსი თემები