პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რვა თავისუფლება აღკვეთილი და სამი პირობით მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყოფილი მსჯავრდებულები სრულიად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

„საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა რვა თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სამი პირობით მსჯავრდებული (მათ შორის ერთი ქალბატონი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“, – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები