ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ებუზგაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 21 პაციენტი იმყოფება.

“დილას 10 პაციენტი იყო, დაგვემატა 11. 11-დან 5-თან უკვე გაკეთდა მყისიერი კვლევა კორონავირუსზე და მიღებულია უარყოფითი პასუხი. დანარჩენი პაციენტების კვლევა მიმდინარეობს და მოგვიანებით იქნება პასუხი, ან დღეს გვიან, ან ხვალ დილით. 6 პაციენტთან გამორიცხულია COVID-19, მათ ქონდათ გრიპით ინფიცირება და დარჩნენ ჩვენთან, დღეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ეს პაციენტები ფასდებიან როგორც კლინიკურად გამოჯანმრთელებულები და გადავლენ საკარანტინო სივრცეში”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები