თელავში მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

თელავში მსუბუქი ავტომანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ერეკლე მეორეს გამზირზე მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, მოყინულ გზაზე, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულ მძღოლს ექიმები გადაუდებელ დახმარებას უტარებენ.

 

მსგავსი თემები