„საქართველოსაც მივანიჭებთ სტატუსს, როდესაც ამის დრო მოვა”- პეტრ მიკისკა

,,ჩვენ ყველა ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით,”- საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩის განმარტებით, საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, როდესაც ამის დრო მოვა, რასაც  მთავრობასა და ოპოზიციას შორის კონსესუსი მიიღწევა.

,,განსაკუთრებულად მივესალმებით საფრანგეთის ელჩს, რადგან ჩვენი საპრეზიდენტო ვადა იწყება მაშინ, როდესაც მათი სრულდება. საფრანგეთის საპრეზიდენტო ვადა რთული გამოდგა, რადგან რუსეთმა აგრესია განახორციელა უკრაინაში. ელჩს დიდი მადლობა სამართლიანი შეფასებებისთვის, მათ შორის საქართველოს მიღწევების შეფასებასთან დაკავშირებით. ჩვენ, ჩეხეთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დიდი ენერგიით ვიქნებით ჩართული საქართველოში განვითარებულ მოვლენებში. ჩვენთვის ეს პოზიცია სიურპრიზი არ ყოფილა, ეს დიდი ხნის შრომა და ძიება იყო. საქართველოსაც მივანიჭებთ სტატუსს, როდესაც ამის დრო მოვა. ჩვენ ყველა ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით. ამას სჭირდება კონსენსუსი და თანამშრომლობა, როგორც ოპოზიციასთან, ისე მთავრობასთან იმედია, წლის ბოლოს ეს საკითხი გადაწყდება“,- განაცხადა პეტრ მიკისკამ.

მსგავსი თემები