„პროვოკაციას, რომელიც სავარაუდოდ, გველოდება, ხელისუფლებამ უნდა შეხედოს პრაგმატულად“ – სოფიო ხორგუანი  

„ნაციონალური მოძრაობა“  ცდილობს, მათ მიერ ინტერპრეტირებული წარმოდგენა რეალობად შემოგვასაღოს. ხელისუფლებამ, ამ ყველაფერს  პრაგმატული პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული“ – აღნიშნული განცხადება სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ოპოზიციის სტრატეგიასა და  ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა ხალხზე, საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა.

„მიუხედავად უამრავი პროვოკაციისა, რომელიც სავარაუდოდ, გველოდება, ხელისუფლებამ ამ ყველაფერს უნდა შეხედოს პრაგმატულად, მშვიდად და შეეცადოს, კანონის დაცვით იმოქმედოს. ეს არის ის, რაც შეიძლება ვურჩიოთ ხელისუფლებას. რაც უფრო აგრესიული იქნება მოქმედება და განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“  მხრიდან, მით უფრო მშვიდი და კორექტული უნდა იყოს ხელისუფლების მოქმედება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მოქალაქეებზე, ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანები დაცულები იქნებიან, სადაც ბიზნესს ექნება სურვილი, განვითარდეს, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობისა მიუხედავად, გააგრძელონ თანმიმდევრული პოლიტიკა“ – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები