ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ვირუსს 155 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მონაცემები იზრდება ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც. არგენტინაში გასულ დღე-ღამეში ლეტალობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. “კოვიდ-19” დაუდასტურდა ბრაზილიის პირველ ლედისაც.
ზედიზედ მესამე დღეა 100-ს აჭარბებს ახალი შემთხვევების რაოდენობა ჩინეთში. “კოვიდ-19-ით” ინფიცირებისა და ლეტალობის რიცხვი მატულობს რუსეთსა და თურქეთშიც. ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კოვიდინფექციას 5, აზერბაიჯანში კი 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.