უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცთხადები, რუსეთი ირანული წარმოების დრონებით ხანგრძლივ თავდასხმას გეგმავს. მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის ძალებმა უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონი ჩამოაგდეს.
„წლის დასაწყისიდან სულ ორი დღე გავიდა, ხოლო უკრაინის თავზე უკვე 80-ზე მეტი ირანული დრონია ჩამოგდებული. უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს, რადგან ამ კვირებში ღამეები შესაძლოა, საკმაოდ დაძაბული იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ თავდასხმას „შაჰიდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, 2023 წლის პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ჰქონდა.
„განვიხილეთ ჩვენი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა – უკვე იანვარში ველოდებით მაკროფინანსური დახმარების პირველ ტრანშს, როგორც იყო შეთანხმებული გასულ წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, როდესაც რუსეთი ცდილობს აგრესიისთვის ახალი ძალების შეგროვებას. ასევე, განვიხილეთ უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის მზადება, რომელიც უნდა ჩატარდებს თებერვლის დასაწყისში. მიმაჩნია, რომ უკვე ამ სამიტზე შევძლებთ ახალი საკვანძო ნაბიჯების განსაზღვრას ჩვენი საერთო მდგრადობისთვის, ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.