„თუ ავიცრებით “მაშინ ვერც “ინდური შტამი” მოგვერევა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება.

“თუ ყველა ავიცრებით, მაშინ ვერც “ინდური შტამი” მოგერევათ, ვერც სხვა ახალი შტამი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. ეს ვირუსი ადამიანს ებრძვის, მუტაციები მუდმივად ხდება, არ არის გამორიცხული სხვა დიდ პოპულაციებში სხვადასხვა მუტირებული შტამი ჩამოყალიბდეს. რთულია წინასწარმეტყველება რა შეიძლება გაჩნდეს”, – აღნიშნავს გამყრელიძე.

​ეპიდემიოლოგის შეფასებით, „ინდური შტამი,“ სავარაუდოდ ერთ თვეში, ქვეყანაში დომინანტი გახდება.

მსგავსი თემები