პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

საქართველოს პარლამენტში დღეს 12:00 საათზე საქართველოს პრემიერ – მინისტრს და მთავრობის სრულ შემადგენლობას ელოდებიან, შესაბამისად გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ავტოსადგომზე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მანქანებს არ აჩერებინებენ და პერიმეტრზე პატრულია განლაგებული.

გარკვეული ჯგუფები კი, პარლამენტის იმ შესასვლელთან არიან მობილიზებულები საიდანაც შენობაში დეპუტატები და მთავრობის წევრები შედიან, ისინი გეგმავენ პრემიერ -მინისტრს აქციით დახვდნენ.

პარლამენტის სხდომა 12 საათზე სახელმწიფო ჰიმნით დაიწყება.

მსგავსი თემები