გერმანიაში, სუნამოებისა და ტანის კრემების ქურდობის ბრალდებით, 32 წლის ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ჰამბურგში, პარფიუმერიის მაღაზიაში ქართველმა და მისმა რუსმა თანამზრახველებმა სუნამოები და ტანის კრემები მოიპარეს.

პოლიციის განცხადებით, ქურდები დაცვამ იმ დროს შენიშნა, როდესაც ისინი ძვირადღირებული სუნამოებისა და ტანის კრემების დამალვას ქურთუკის შიდა ჯიბეში ცდილობდნენ.

დაცვამ დამნაშავეები ადგილზევე დააკავა და პოლიციას გადასცა.

როგორც  ირკვევა, რომ რუსეთის 40 წლის და საქართველოს 32 წლის მოქალაქემ 459 ევროს 4 სუნამო და 266,50 დოლარის ღირებულების 7 კრემი მოიპარეს.

სამართალდამცავებმა ორივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები