საქართველოს დღეს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

დღეს, 26 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის  ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

მსგავსი თემები