სამართლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა“ – მელიას საქმის პროკურორი

„პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს“ – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის – ნიკანორ მელიას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე და შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.  

“შუამდგომლობა ნიკარონ მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. სასამართლოზეა დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა. ჩვენ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ. როგორც საზოგადოებაში არის ცნობილი ჩვენი დეკლარირებური პოზიცია იყო ის, რომ როგორც ზოგადად ასევე ამ შემთხვევაშიც პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს“ – განმარტავს პროკურორი.  

ხვალ გახდება ცნობილი, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას ნიკანორ მელიას საქმეზე როდის განიხილავს. პროკურორმა საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობა დაახლოებით, ერთი საათია შეიტანა.

მსგავსი თემები