რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო, 6 ქვეყანასთან კი გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი  უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს 11 ქვეყანასთან.

“ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ახლა უკვე დაგეგმილია სრულიად უვიზო მიმოსვლის გაფორმება დაახლოებით თერთმეტ ქვეყანასთან, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, მათ შორის ინდოეთთან, ინდონეზიასთან – გამარტივებული პირობებით.

ჩვენ ვმუშაობთ ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, არის 70-მდე ქვეყანა, გარდა არამეგობრული ქვეყნებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის ვიზების გაცემა გამარტივებული წესით,” – განაცხადა ლავროვმა.

 

მსგავსი თემები