,,ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ”- გიორგი გახარია

პარტია ”საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით,  “ქართული ოცნების” წევრებს პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ბევრგან უკვე “ჩაშვებული ჰყავთ”. მისივე თქმით.

მისი თქმით, მათ დეტალებში აქვთ მოყოლილი როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

,,ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის. სამ კაცთან კონსულტაციებიო აღარ არის საკმარისიო, იმისთვისო, რომ პროცესი ვმართოო. ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მოტანილი ინფორმაციები აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვს ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ხომ ხვდებით ახლა ეს არ არის, პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა”, – აცხადებს გახარია.

მსგავსი თემები