2024 წელი იქნება საკვანძო წელი ევროპელებისთვის – მაკრონი

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ერთიანი მსოფლიო და არ დავემორჩილოთ განხეთქილების რისკს – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს უკრაინაში ომის მოგების საშუალება და ევროპელებმა უნდა განაახლონ \/თავიანთი მცდელობები უკრაინის დასახმარრბლად.

„პირველ რიგში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ერთიანი მსოფლიო და არ დავემორჩილოთ განხეთქილების რისკს. უნდა ვეცადოთ, გვქონდეს ეფექტური დღის წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი არ და ვერ შეძლებს უკრაინაში ომის მოგებას. რაც დევს სასწორზე, არის უკრაინა, ჩვენი ფასეულობები, უსაფრთხოება ევროპაში, კავკასიაში და მთლიან რეგიონში. 2024 წელი იქნება საკვანძო წელი ევროპელებისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი თემები