გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანია უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემს. ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან იქნება მიწოდებული.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილებას, აშკარაა, წინ უძღოდა მოკავშირეებთან მრავალდღიანი კონსულტაციები, განსაკუთრებით აშშ-სთან.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში შესაძლოა დამატებითი ტანკები იქნას გამზადებული გასაგზავნად იმ მარაგებიდან, რომლებიც გერმანულ მრეწველობას გააჩნია.

 

მსგავსი თემები