“ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში არის ისეთივე “დერჟიმორდა” იმპერიალისტი, როგორიც პუტინი – პატარა პუტინია” – გიორგი ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შესახებ წერს და პუტინის რეჟიმის დაშლაში წარმატებებს უსურვებს.

„დღეს იგი პუტინმა დაიჭირა, მას შემდეგ რაც ვაჟკაცურად არ შეუშინდა და ჩავიდა რუსეთში. იგი დღეს პუტინს ებრძვის და მისი ქმედებები მიმართულია ამ რეჟიმის მხილებისა და დამარცხებისაკენ. ამიტომ ამაში მას წარმატებას ვუსურვებ, ისემც უქნიათ რო აირიონ და თავისი თავის გარდა სხვა ვერავინ გაახსენდეთ!

ამავდროულად, ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში არის ისეთივე “დერჟიმორდა” იმპერიალისტი, როგორიც არის პუტინიც. “პატარა პუტინია”. ამიტომ, როგორც ქართველი პატრიოტი, იგი ჩემთვის არა თუ კარგი პოლიტიკოსი არაა, არამედ არც ცივილიზირებული და საღადმოაზროვნე პატიოსანი ადამიანიც კი არაა და მას წარმატებას მხოლოდ პუტინის რეჟიმის დაშლაში ვუსურვებ და არა იმაში, რომ მან იგი (ღმერთმა დაგვიფაროს და) ხელისუფლებაში ჩაანაცვლოს.

თუ ნავალნი საქართველოსთან მიმართებაში თავის პოზიციას შეიცვლის და ცივილიზირებული, ანუ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო პატივისცემის პოზიცია ექნება მომავალში, მეც ამის შესაბამისად შევიცვლი მის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას“, – წერს ბარამიძე.

მსგავსი თემები