ეს გრძელი ბრძოლაა, თუმცა ომს სასურველი შედეგებით დავამთავრებთ – ისრაელის თავდაცვა

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ჰერზი ჰალევის განცხადებით, ჰამასის წინააღმდეგ რთული ბრძოლა მიმდინარეობს. მისი თქმით, ისრაელი ომს სასურველი შედეგებით დაამთავრებს.

“ბრძოლა მიმდინარეობს ძალიან რთულ ტერიტორიაზე. მტერი აქ, ისე როგორც მიწის ქვეშ, ასევე მიწის ზევით თავდაცვისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და ეს ყველაფერი ორგანიზებულია. ეს გრძელი ბრძოლაა, თუმცა ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს შესწავლილი. არ არსებობს სიმაგრე, სადაც ვერ შევალთ და ვერ გავანადგურებთ. ხანგრძლივ ომს სასურველი შედეგებით დავამთავრებთ”, – განაცხადა ჰალევმა.

მსგავსი თემები