გერმანიაში, სახლების ძარცვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ.

ქართველები 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, კონსტანსის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ. მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა.

არსებული ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში მორიგი ქურდობის დროს დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი კი საზღვარგარეთ გაიქცა.

მსგავსი თემები