,,14 მილიონზე მეტ უკრაინელს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება”- გაერო

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის მონაცემებით, 14 მილიონზე მეტ უკრაინელს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება, რაც უკრაინის მოსახლეობის 40%-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, უკრაინაში ყოველდღიურად იღუპებიან და ზიანდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ნადგურდება მათი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

,,გარდა ძალადობისა, უკრაინაში ამჟამად მძიმე ზამთარია. ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაციის გაგრძელება დღეს გადაუდებელი აუცილებლობაა, როგორც არასდროს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მსგავსი თემები