ამერიკის საჩუქარი – ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ ჩამოიტანეს

საქართველოში ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოიტანეს. საქართველოს მთავრობა ამერიკის მთავრობას მადლობას უხდის დახმარებისთვის და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოვებაზე საუბრობს.  

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს,  აუცილებელია, ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს, რისთვისაც  სრული მზაობაა. 

„ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ დღეს საქართველოშია. აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს  კოვიდ პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის – „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიცივე თქმით, მილიონი დოზა „ფაიზერი“ ასევე  შესყიდულია უშუალოდ მომწოდებელთან.

„ფაიზერის“ კომპანიისგან ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, ამის მოწოდებაც დაიწყო. კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველამ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები