თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა

„როიტერის“ ინფორმაციით, თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა. მედიის ცნობით, რეგიონს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს და უამინდობამ საჰაერო და საზღვაო გემების ძებნას ხელი შეუშალა.

„ქარიშხლის დროს თურქეთის სატვირთო გემი 12 მგზავრით თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა. ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

 

მსგავსი თემები