დომინიკელთა რესპუბლიკაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა

დომინიკელთა რესპუბლიკაში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა.  ათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

მედია საგანგებო ოპერაციების ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კოკისპირულმა წვიმამ დატბორა სახლები, დააზიანა ელექტროენერგიის სისტემა, ხიდები, გზები. ამის  გამო 13 000-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლა მოუწია.

დაზიანდა 2 600-ზე მეტი სახლი.

 

მსგავსი თემები