“უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით” – მარინა ეზუგბაია

  •  

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებული პაციენტების მატებას ელოდებიან.

„უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით, ტესტირებები ტარდება პერიოდულად 2-4 დღეში უნდა ჩატარდეს განმეორებითი ტესტირება და მიღებული პასუხების მიხედვით ხდება კვლევის გაგრძელება. ძირითადად, პირველად შემოსული პაციენტების რე-ტესტირებით შეიძლება ვთქვათ, რომ კონცენტრაციის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება, რაც იმის საწინდარია, რომ შემდგომში უკვე მოსალოდნელია უარყოფითი პასუხები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები