“ნახევარი, ან მეტი უნდა იყოს ოპოზიცია, გვექნება კონსულტაციები ამ 2 კვირის განმავლობაში” – მამუკა მდინარაძე საგამოძიებო კომისიის კონფიგურაციაზე

რა კონფიგურაციით შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმუშავებს, ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღეს პარლამენტში მედიასთან ისაუბრა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეგლამენტით ნახევარი ან მეტი უნდა იყოს ოპოზიცია, თუმცა წევრების პერსონიფიცირება ახლო მომავალში მოხდება:

“ჩვენ გვაქვს ვადა, 2 კვირაში როდესაც იქნება შემდეგი სხდომა უკვე დადგენილებით მიიღებს პარლამენტი, შემდეგ 3 დღის განმავლობაში ხდება კვოტების დადგენა და პერსონიფიცირება, თუ ვინ იქნება. ნახევარი, ან მასზე მეტი უნდა იყოს ოპოზიცია, შესაბამისად, ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამ 2 კვირის, დაახლოებით 20 დღის განმავლობაში, თუ დამატებით ოპოზიციის წარმომადგენელი ან პარტიები გადაწყვეტენ ძალიან კარგი, გვექნება კონსულტაციები. ასეც რომ არ იყოს, იმ ადამიანებთან გვექნება კონსულტაციები, ვინც დღეს ჩართულები არიან ოპოზიციიდან საპარლამენტო მუშაობაში. შესაბამისად, ჯერ პერსონებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა გიდასტურებთ, რომ რეგლამენტის თანახმად, ნახევარი, ან მეტი უნდა იყოს ოპოზიცია,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები