„ვცდილობთ, საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე, ქრონიკული ავადმყოფებისთვის“ – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით საავადმყოფოებში მოხვდებიან ის ადამიანები ვისაც ეს ყველაზე მატად სჭირდება.  

“კოვიდინფიცირებულების მკურნალობა კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, გრძელდება ბინაზე და კოვიდსასტუმროებში. ამ საკითხზე გარკვეულ კითხვები დაისვა ბოლო დღეების განმავლობაში და მინდა განვაცხადო, რომ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდსასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები, ანუ ბინაზე მკურნალობა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება, იმას თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, მაქსიმალურად ვცდილობთ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე, ქრონიკული ავადმყოფებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასაკში არიან, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა“ – განაცხადა მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.  

მისივე თქმით, მსოფლიოში ზრდა არის და ეს ზრდა გაგრძელდება ჩვენთანაც.

მსგავსი თემები