შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი ინტენსიური წვიმის შედეგად გზის ამ მონაკვეთზე ჩასული კლდოვანი მასაა, რომლის გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.
უწყება არ აკონკრეტებს რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა.