“დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ამყვებოდა, რაღაც გაურკვეველ განცხადებებს ვისმენთ” – კახა კალაძე ნარკოტესტის შესახებ

კახა კალაძის მიერ “ღამის კურიერში” გაჟღერებულმა ინიციატივამ – მერობის კანდიდატების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თავად თბილისის მოქმედი მერი აცხადებს, რომ ეს იყო ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა და დარწმუნებული იყო, ამ კამპანიაში ყველა აყვებოდა.

“ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას. მე დარწმუნებული ვიყავი ამაში, რომ ყველა ამყვებოდა. რაღაც გაურკვეველ განცხადებებს ვისმენთ, რაღაცებს მიედ-მოედებიან, დებატში დაჯდომა არ უნდაო, რა შუაშია საერთოდ დებატი, როდის მითქვია უარი დებატზე. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს,“ – აცხადებს კახა კალაძე. 

მსგავსი თემები