„პროპორციული სისტემის როლი დააკნინეს და გაზარდეს მაჟორიტარული კომპონენტის მნიშვნელობა და რაოდენობა“  – არჩილ თალაკვაძე 

„პრაქტიკულად, 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, იმ პოლიტიკურმა ძალამ, ვინც დღეს ასე კატეგორიულად ითხოვს პროპორციულ სისტემას, ფაქტობრივად, ისეთი ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში, რომ პროპორციული სისტემის როლი დააკნინეს და გაზარდეს მაჟორიტარული კომპონენტის მნიშვნელობა და რაოდენობა“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

მისი შეფასებით,  ამას, შემდეგ მოჰყვება 2010 წელი, სადაც იგივე ხალხმა, კონსტიტუცია ისევ შეცვალა, აი ამ პრინციპების და ღირებულებების საწინააღმდეგოდ.

„ისე გადააკეთეს კონსტიტუცია, რომ ვენეციის კომისიამ დასკვნა დაწერა, რომ ეს კონსტიტუცია დამახინჯებულია იმგვარად, რომ არც შტოთა შორის ბალანსი, არც მმართველობის მოდელი, არც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ფუნქციების განაწილება, არც ევროპულ, არც ამერიკულ, არც ინგლისურ სისტემას არ შეესაბამებოდა. ამის მერე, 2017-2018 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო რეფორმა დააყენა, იგივე ძალები უკვე ოპოზიციაში იყვნენ, მაგრამ მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ამ ხალხმა ბოიკოტი გამოუცხადა და რეალურად, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რომ ვერ მოხერხდა ეს იყო მათი პასუხისმგებლობაც და მაშინ, სწორედ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა გადავიდოდა 2024 წელს. დღეს ეს გადაწყვეტილება ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და არც ერთ სხვა ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალას  ეს არ გაუკეთებია ადრე“, – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები