პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია იმყოფება – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

  17-18 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქი პეკინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება. აქ ჩამოდიან როგორც ქვეყნის პრეზიდენტები, ისე პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ჩინოვნიკები. სწორედ 17 ოქტომბერს იხსნება „სარტყლისა და გზის“ 10 წლისთავთან დაკავშირებული უზარმაზარი ფორუმი, რომელსაც პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის. მისი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი უცხოეთში, სანქცირების შემდეგ. საგარეო საქმეთა აღმასრულებელი ვიცე მინისტრის მა ჟაოსის ინფორმაციით,  საერთაშორისო თანამშრომლობის „სარტყელი და გზის“  ფორუმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური ღონისძიება, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება ინიციატივის 10 წლის იუბილეს უკავშირდება. ფორუმს თავად პრეზიდენტი სი … ვრცლად პეკინში 140-ზე მეტი ქვეყნის 4 000-ზე მეტი დელეგაცია იმყოფება – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან