ჯვარში, რეაბილიტირებულ კულტურის სახლში ფანჯრები ჩაამსხვრიეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, კულტურის სახლში შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. კულტურის სახლს რეაბილიტაცია ახლახან ჩაუტარდა და ის ხელოვნების სასახლედ ითვლება.

განადგურებული, „გამოშიგნული“, სახურავისა და კარ-ფანჯრის გარეშე დარჩენილი ერთ დროს კულტურის სახლის რეაბილიტაცია ახალი დასრულებულია. კულტურის სახლის სიკეთეებით დღეს ასობით ადგილობრივი მოსწავლე სარგებლობს და სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებებს ეუფლებიან.

შენობიდან არც არაფერი მოუპარავთ. უბრალოდ, ფანჯრები ჩაამსხვრიეს და „დანაშაულის იარაღის“  ფილის ნატეხიც იქვე, ფანჯრის რაფაზე დატოვეს.

 

მსგავსი თემები